კარენ ანტაშიანი (სომხეთი)

კარენ ანტაშიანი (1983) სომეხი პოეტი და მწერალია. თანამედროვე სომხური ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით 2009 წელს შექმნა ვებ-გვერდი granish.org, რომელიც ცოცხალ და პოპულარულ ლიტერატურულ პლატფორმად იქცა. 2013 წლიდან ტელევიზია “ბუნის” ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. ანტაშიანმა დააარსა Ayleren.com,  სომხურ ენაში გავრცელებული შეცდომების ონლაინ ლექსიკონი. ხშირად აქვეყნებს ესეებს ლიტერატურულ ჟურნალ “ერევანში”. 

კარენ ანტაშიანს გამოცემული აქვს ოთხი პოეტური კრებული: “ძონი” (2021), “ცილი-ცოვი” (2012), “ანტაშატი” (2009), “დასასრულის შემდეგ, დასაწყისამდე” (2004).

2022 წელს კარენმა ერევანის წიგნის ფესტივალის პოეზიის პრემია მიიღო. 

 

მიღება

ამბობენ, როცა მარკო პოლომ,

ოცდარამდენიღაცა წლის,

რავირამდენიათასი კილომეტრი გზის,

განსაცდელის, თავგადასავლის, აღმოჩენის,

უბედურების, სულის შეხუთვისა

და ამოსუნთქვის დღეების,

წარმოუდგენელი სასწაულების,

ჩაფლავებების და სექსსთორების

გადალახვის მერე

ევროპული რენესანსისთვის

ახალი და რევოლუციური იდეებით გატენილმა.

როგორც იქნა, სახლამდე მიაღწია,

შინაურები რაღაცნაირად ცივად დახვდნენ.

 

სომხურიდან თარგმნეს დიანა ანფიმიადმა და ასია დარბინიანმა