დომინიკას ნორკუნასი (დაბ. 1993) ლიეტუველი პოეტი და მთარგმნელია. იგი თარგმნის ინგლისური, გერმანული, ჰოლანდიური და ლატვიური ენებიდან. სწავლობდა გერმანულ ფილოლოგიას ვილნიუსის უნივერსიტეტში. 2020 წლიდან გამომცემლობა "Bazilisko ambasada"-ს ხელმძღვანელობს. მათი მთავარი საგამომცემლო ფოკუსი პოეზიაა.
მისი სადებიუტო პოეტური კრებული „სიბნელე არის რვაფეხა“ 2021 წელს გამოიცა და ზიგმას გელეს პრემია მიიღო საუკეთესო პოეტური დებიუტისთვის. 2020 წელს მსოფლიო პოეზიის ლიეტუვური თარგმანებისთვის „პოეზიის გაზაფხულის ჯილდო“ გადაეცა. 2021 წელს ნორკუნასი ასევე გახდა ლიტერატურის მთარგმნელთა ლიეტუვური კავშირის პრემიის ლაურეატი საუკეთესო მთარგმნელობითი დებიუტისთვის (ჯერომ როტენბერგის კრებულისთვის "Khurbn"). გრეტა ამბრაზაიტესთან ერთად ასევე მუშაობდა ახალგაზრდა ქართველი პოეტების ანთოლოგიის თარგმანებზე.
ბრმას მეღვიძება ყოველ კვირადღეს
ბრმას მეღვიძება ყოველ კვირადღეს
და ჩემი ხმა თეთრი ქარია,
დამსრულებელი ამ ცისქვეშეთის.
დანას ვუყრი სეფისკვერს, რადგან
მწყურია სისხლი.
ფუღუროებში ვეძებ ავგაროზს,
ციყვებს და ხვლიკებს -
და ამ გზით ვცდილობ
შევიცნო მათი ღვთაებრიობა.
ობობას კი საცეცებს
ვამტვრევ,
და ვაკვირდები,
როგორ კვდებიან
არსებები,
სიკვდილს რომ ნთქავენ.
ლიეტუვურიდან თარგმნა ნანა დევიძემ