დმიტრი სტროცევი (ბელარუსი)

დმიტრი სტროცევი რუსულენოვანი ბელარუსი პოეტია. დაიბადა მინსკში 1963 წელს. პროფესიით არქიტექტორია. გამოცემული აქვს 17 პოეზიის კრებული. არის ლიტერატურული და საგამომცემლო პროექტის "ახალი ტიკები“ ხელმძღვანელი და „მინსკის სკოლის“ ალმანახისა და პოეტური სერიის გამომცემელი. ასევე ბელარუსის პენ-ცენტრის და ბელარუსი მწერლების კავშირის წევრი. მიღებული აქვს ნორვეგიელ ავტორთა კავშირის სიტყვის თვისუფლების ჯილდო (2020) და Ciampi – Valigie Rosse პრემია 2020 წელს (იტალია). ასევე არის ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკის „მშვიდობის შემარყევლის პრემიის“ ლაურეატი, როგორც „რისკის ქვეშ მყოფი გაბედული მწერალი“ (2021). მიღებული აქვს შვედეთის პენ-ცენტრის ტუხოლსკის პრემია (2021) და ბელარუსის პენ-ცენტრის ალეს ადამოვიჩის ჯილდო (2021). მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, ბელარუსულ, ქართულ, იტალიურ, გერმანულ, პოლონურ, უკრაინულ, ფრანგულ, შვედურ, ჩეხურ, ესტონურ და სხვა ენებზე.  

 

* * *

 

მე და ჩემი ცოლი

უპარტიოები და უიარაღოები

არა ვართ რევოლუციონერები

ჩვენს სახლში დრაკონი ჩასახლდა

ჯავშნიანი და ხორცისმჭამელი

ყველაზე მეტად მას ჩვენი შვილები უყვარს

ისინი კორეული ძაღლებივით არიან უკვე

ნაცემები და გატყავებულები

ჩვენ სასტიკად დავიღალეთ მათი გადამალვით

ჩვენ უკვე აღარ გვაქვს საიდუმლო კუთხე-კუნჭულები

რა ვქნათ ჩვენ

მშვიდობისმოყვარეებო

დრაკონოფილებო

 

თარგმნა შოთა იათაშვილმა