თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ნატალია ლომოურმა მონაწილეობა მიიღო 2021 წლის ჯაიპურის წიგნის ბაზრობის ონლაინ დისკუსიაში "ფესტივალების დირექტორების მრგვალი მაგიდა".
დისკუსია შეეხებოდა ლიტერატურული ფესტივალების გამოწვევებს, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვას, თანამედროვე მსოფლიოს პოლარიზაციას და საფესტივალო პროგრამაზე მუშაობის პროცესს.