2020 წლის ციფრული ფესტივალის ვიდეოდისკუსია „პოეზია ახლა“, ჩარლზ ბერნსტაინის და მაიკლ პალმერის მონაწილეობით. დისკუსიის მოდერატორი: პაატა შამუგია.
თანამედროვე ამერიკელი პოეტები, ჩარლზ ბერნსტაინი და მაიკლ პალმერი, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში 2018 და 2019 წელს იღებდნენ მონაწილეობას. დისკუსია წარმოადგენს ფესტივალის ერთგვარ რეტროსპექტივას და ასევე შეეხება პოეზიის და ხელოვნების ახალ რეალობას.