თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის 2019 წლის მონაწილემ, ბელარუსმა პოეტმა ვალჟინა მორტმა ახალი, ინგლისურენოვანი კრებული გამოსცა - "მუსიკა მკვდართა და აღდგომილთათვის".
მისი მეხსიერება უკურნებელია, მისი წარმოსახვა - გატანჯული, რადგან პატარა ქვეყანა, საიდანაც იგი მოდის, სილამაზე და სევდაა. - სვეტლანა ალექსიევიჩი კრებულის შესახებ.
მისი ლექსის ხელოვნება თანამედროვე ინგლისურ ენაზე გასაოცარია, ამის მიღმა კი ბრწყინავს ის, რასაც ხშირად ვერ შევხვდებით: სხვა სამყაროს მგრძნობიარობა, რომელიც სახიფათო აწმყოს შესახებ გვაფრთხილებს. - ჩვენი პირველი ფესტივალის მონაწილე, პოეტი კეროლინ ფორშე კრებულის შესახებ.