თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის 2020 წლის ციფრული გამოშვების ფარგლებში ჩაიწერა და ონლაინ გამოქვეყნდა ხუთი ვიდეოდისკუსია.
ონლაინ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ მე-6 ფესტივალზე მოწვეული ავტორები: ჰაიკე ფიდლერი; იულია ტიმოფეევა; არიანა ჰარვიცი; ბლეიკ კრაუჩი, ისევე როგორც 2018 და 2019 წლის ფესტივალების ორი მონაწილე: ჩარლზ ბერნსტაინი და მაიკლ პალმერი.
დისკუსიების სერია ხელმისაწვდომია ფესტივალის YouTube არხზე.