მწერალთა სახლი 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს ციფრულ ფორმატში.
TIFL Digital - ფესტივალი ციფრულად გულისხმობს:
- საფესტივალო ვიდეო არქივის შექმნა;
- მე-6 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მონაწილე ავტორების წინასწარ წარდგენა;
- 2018-2019 წლების ფესტივალების რეტროსპექტივა.
საფესტივალო ღონისძიებები მოიცავს დისკუსიებს, შეხვედრებს ავტორთან, პოეზიის კითხვას. ყველა ვიდეო ჩაიწერება დისტანციურად, მთარგმნელების ან ლიტერატორების მოდერაციით. ციფრული ფესტივალის ფარგლებში საზოგადოებას გავაცნობთ თბილისის მე-6 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის რამდენიმე მონაწილეს, მათ შორის: ჰაიკე ფიდლერი (შვეიცარია), არაიანა ჰარვიცი (არგენტინა), ბლეიკ კრაუჩი (აშშ) და სხვები.
ფესტივალის ათამდე ვიდეო ქართული სუბტიტრებით ყოველკვირეულად გამოქვეყნდება ფესტივალისა და მწერალთა სახლის ონლაინ არხებზე: facebook, youtube.
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი მწერალთა სახლის ორგანიზებით 2015 წლიდან ყოველწლიურად იმართება. ფესტივალი ქვეყნის ლიტერატურული პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილი და ერთ-ერთი პოპულარული კულტურული ღონისძიებაა.
ციფრული ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.