კატერინა მიშჩენკო (უკრაინა)

პროზაიკოსი, მთარგმნელი.
 
კატერინა მიშჩენკო ცხოვრობს და მუშაობს კიევში. ის უკრაინული საგამომცემლო სახლის “მედუზას” ერთ-ერთი დამაარსებელია. იგი ასწავლიდა ლიტერატურის ისტორიას კიევის ლინგვისტურ უნივერსიტეტში, მუშაობდა თარჯიმნად ადამიანის უფლებათა და სოციალურ სფეროებში. ბოლო დროს კატერინა მიშჩენკომ გამოაქვეყნა “ჩემი მეიდანის ლექსიკონი” და ესე “შავი წრე” ანთოლოგიაში “ევრომაიდანი - რა არის რისკის ქვეში უკრაინაში” (ზურკამპის გამომცემლობა, 2014 წელი).
 
კატერინა მიშჩენკოს მონაწილეობას თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში მხარს უჭერს რობერტ ბოშის ფონდი, გერმანია.