გიტის ნორვილასი (ლიტვა)

პოეტი, მთარგმნელი, ესეისტი.
 
გიტის ნორვილასის ნაწარმოებები პრესაში პირველად 1997 წელს დაიბეჭდა. გამოცემული აქვს წიგნები : Akmenskelt-ს (2002), Sk-ri-pusry-iai (2006), Išlydži-zonos (2012). მისი პირველი წიგნი Akmen-skelt-ს (ქვის ნაპრალი) 2002 წელს გამოიცა და დრუსკინინკაის პოეტური შემოდგომის პრემია გადაეცა საუკეთესო პოეტური დებიუტისათვის. წიგნმა Išlydži-zonos 2013 წელს მოიპოვა საუკეთესო წიგნის ჯილდო. 2010 წლიდან ნორვილასი ლიტვის მწერალთა კავშირის წევრია. იგი ასევე არის ლიტვის მთავარი ლიტერატურული ჟურნალის „ლიტერატურა და ხელოვნება“ მთავარი რედაქტორი. მისი პოეზია თარგმნილია ინგლისურ, ბულგარულ, რუსულ, ლატვიურ, ქართულ, პოლონურ, გერმანულ, ბელორუსულ, უკრაინულ და ხორვატულ ენებზე.
 
გიტის ნორვილასი ასევე თარგმნის პოეზიასა და პროზას გერმანული და რუსული ენებიდან. მანვე თარგმნა და გამოსცა ტუვური და ძველინდური პოეზია.