პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი
რასულ იუნანი დაიბადა 1969 წლის 23 თებერვალს, ურუმიის მხარის ერთ პატარა სოფელში. ამჟამად ცხოვრობს თეირანში. გამოქვეყნებული აქვს ლექსებისა და პიესების რამდენიმე კრებული და ერთი რომანი. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე. თვითონ თარგმნის თურქულიდან სპარსულად.
* * *
თუ არ გეყვარები,
გულხელს დავიკრეფ და მოვკვდები.
სიკვდილი არც დაუბრუნებელი მოგზაურობაა
და არც უეცარი წაშლა.
სიკვდილი შენი უსიყვარულობაა
სწორედ იმ დროს, როცა უნდა გიყვარდეს!
სპარსულიდან თარგმნა გიორგი ლობჟანიძემ