პოეტი, რადიო თავისუფლების რეპორტიორი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთ „რეზონანსსა“ და „ახალ ვერსიაში“. იყო რადიო „მწვანე ტალღის" ახალი ამბების ჟურნალისტი და ლიტერატურული გადაცემა „ცოტა ლიტერატურის“ ავტორი და წამყვანი. ბი-ბი-სის პროექტ „მედია სამეზობლოს“ მენტორი საქართველოში. ჟურნალ „ახალი საუნჯის“ რუბრიკა - "ნომრის სტუმრის" ავტორი. ეკა ქევანიშვილი არის რამდენიმე აპოეტური კრებულების - „ჭორია“ (2006), „აქ ნუ დადგებით“ (2010), „სახლის გაყიდვა“ (2013) და ესეების კრებულის „ლიტერატურული პროფაილი“ ავტორი.
ეკა ქევანიშვილი არის ლიტერატურული პრემია “საბას” ლაურეატი 2013 წლის საუკეთესო პროზაული კრებულისთვის („სახლის გაყიდვა“). 1998 წლიდან ეკა იბეჭდება ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში - „არილი“, „ახალი საუნჯე“, „ლიტერატურული პალიტრა“, „ლიტერატურული გაზეთი“ და სხვა. იგი ავტორია 60-მდე ლიტერატურული პროფაილისა თანამედროვე ქართველი მწერლების შესახებ.B მისი ლექსები ნათარგმნია ინგლისურ, რუსულ, ჩეხურ და ლიტვურ ენებზე.
წასვლა
ფეხაკრეფით.
როგორც თოვლი თებერვალში
გადაკვეთავს ქარის სეზონს.
ტალახიანს, სუბსარქისი მიასრისავს მთის ძირებთან.
როგორც ბოლო მგზავრი ბაქანს
მოფრიალე ცხვირსახოცით,
გვიან მატარებელს ატანს
წინა ღამის მაჯის ცემას – ჩაწყვეტილი ერთი ვენით.
ნელა. მობარბაცე ბოლო ლოთი როგორც ტოვებს
სანახევროდ ალაგებულ ჭირის სუფრას.
და სტუმარი,
გადაქანცულ დიასახლისს რიჟრაჟამდე
უსარგებლო ქებას უთვლის.
მიდის ასე.
დნება. როგორც ვერცხლი თითზე – სიბერემდე.
მკერდი – ტანზე. იპარება.
სიკვდილის წინ როგორც ძაღლი
უთმობს სადარაჯო ეზოს სხვა ძაღლს
და ლასლასით მიმავალი გზაზე
ნაღვლობს პატრონების გადაკარგვას.
ფრთხილად, სულის შეგუბებით,
როგორც დედა,
ხურავს ჩვილის ოთახის კარს, როცა სძინავს.
როგორც ქურდი,
ჯიბესავსე სხვისი ფულით – სხვისი მომავალი დარდით
გარბის უხმოდ ქალაქიდან.
ასე ურცხვად, სხვა გულების დასახვრეტად.
მი(მ)დის გული.
გაშვებამდე - ჯადოქრული ძალით ვაცმევ
შენს ნაჩუქარ ფრთიან წაღებს, შელოცვით,
რომ ხვალ დაბრუნდნენ, გზა იციან.
რომ დაბრუნდნენ. რომ დაბრუნდნენ.