პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი და ლიტერატურის მკვლევარი
რაულ შროტი ლიტერატურას ნორვიჩის, პარიზის, ბერლინისა და ინსბრუკის უნივერსიტეტებში სწავლობდა; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე „დადა - 1921- 1922 ტიროლში“ და შემდგომაც გააგრძელა დადაიზმის საკითხებზე სამეცნიერო მუშაობა. წერს რომანებს, მოთხრობებს, ლექსებს. თარგმნის თანამედროვე და ანტიკურ პოეზიას. 2008 წელს დაასრულა ჰომეროსის „ილიადის“ გერმანულენოვანი თარგმანი და „ტროას საკითხზე“ რამდენიმე სამეცნიერო სტატიაც გამოაქვეყნა. სულ 22 წიგნის (პოეზია, პროზა, თარგმანები, სამეცნიერო კვლევები) ავტორია.
2002 წლიდან არის გერმანიის ენისა და ლიტერატურის აკადემიის წევრი. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია. რაულ შროტის მონაწილეობას თბილისის ლიტერატურულ ფესტივალში მხარს უჭერს გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში.
იგავი
იყო მტრედი საკათედრო ტაძრის გუმბათში
საიდანაც ზანტად აფრინდა
მხოლოდ მაშინ და როდესაც
ისვენებდა რკინის შვერილზე
და სინათლეც იღვრებოდა
კამარის თაღზე და ფანჯრებზე და ათი მცნების
ვიტრაჟები ირეკლავდნენ:
წრე მერამდენედ
შემოხაზა
და როგორ სურდა გაეღწია
სინამდვილისკენ შეღებული კარიდან გარეთ?
/ გერმანულიდან თარგმნა მაია ლიპარტელიანმა /