პოეტი, მხატვარი და კურატორი დიდი ბრიტანეთიდან. ფაულერს გამოცემული აქვს მრავალი პოეტური კრებული, მისი ნამუშევრები კი შესრულებულია „ტეიტ მოდერნის“, ბრიტანეთის საბჭოს, „ტეიტ ბრიტანეთის“ და „უელქამ ქოლექშენის“ შეკვეთით. მისი ლექსები თარგმნილია 16 ენაზე; ფაულერი მონაწილეობდა მრავალ პოეტურ ღონისძიებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მეხიკოდან დაწყებული, ერბილის (ერაყი) ჩათვლით. იგი ასევე არის პოეზიის განყოფილების რედაქტორი ჟურნალში „3am magazine“, კითხულობს ლექციებს კინგსტონის უნივერსიტეტში, ასწავლის ტეიტ მოდერნში და კურირებს პოეტურ პროექტს „მტრები“.
აი ახლად დაყრუებული დელფინი
აი ახლად დაყრუებული დელფინი მივლის დედასავით
ისევ - ჯიუტად არ აღიარებს რომ სულ
ოდნავ ესმის ბუნდოვანი ხმები როგორ
ეპარება (ადამიანის) ასაკი მის პიროვნებას
აღაფრთოვანებს კუდი მუსიკით რომ მიუბამთ
იგი არ ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე იმდენად
რომ გასასვლელისკენ მიიწევდა და წყალს არად აგდებდა
ყველას და დედამათი მიცურავდა
სისხლის მღვრიე ნაკადებში მაგრამ ყველანი
ფიქრობდნენ რომ მოცვის წვენი თირკმლებისთვის სასარგებლოა
ინგლისურიდან თარგმნა დავით გაბუნიამ