პოლონელი პოეტი, ესეისტი და კრიტიკოსი. დაიბადა 1979 წელს. არის ლიტერატურული გამოცემის „ტოპოსის“ რედაქტორი და ევროპის პოეტების ფესტივალის, „მშვიდობის“ დირექტორი.
დაბროვკსი აქვეყნებს ლექსებსა და ესეებს პოლონურ ჟურნალებში, ის ასევე თანამშრომლობს ისეთ ჟურნალებთან ევროპასა და ამერიკაში, როგორიცაა„ნიუ იორკერი“, „ჰარვარდ რევიუ“, „ბოსტონ რევიუ“,„პოეთრი ლონდონი“, ზალცბურგის „პოეზიის რევიუ“, „ედიტი“ და ა. შ.
ტადეუშ დაბროვსკი პოლონურ ენაზე ექვსი პოეტური კრებულის ავტორია, 2011 წელს მისი ლექსები გამოიცა ინგლისურად. მისი ლექსები ნათარგმნია 20 ენაზე, მათ შორის, ქართულადაც.
დაბროვსკის მიღებული აქვს სხვადასხვა ლიტერატურული პრემია და სტიპენდია, მათ შორის, ციურიხის, გრაცის, იადოს სტიპენდიები, ასევე წარდგენილი იყო პოლონეთის ყველაზე პრესტიჟულ ლიტერატურულ პრემია „ნიკეზე“.
ჭუჭყიანი ფულის გარეცხვა
ყავის აპარატი მიბრუნებს შვიდ ზლოტს,
ანუ მთელ შვიდ ზლოტს. მაგრამ ვის ეკუთვნის
ეს ფული? ვყოყმანობ, მიღირს თუ არ მიღირს
ხელის ხლება, რადგან ის მეძლევა: ა-
სატანისგან, ბ-ღმერთისგან, გ-აპარატისგან.
ჩემს უკან მდგომები არც დაფიქრდებოდნენ.
გადავწყვიტე დავაბრუნო, რაც არ მეკუთვნის,
დანანებით ვუშვებ ხურდებს აპარატში; ისინი ისევ
ჩამოცვივდნენ, თითქოს ზუსტად იგივენი, მაგრამ მაინც
სხვანაირები: ახლა უკვე ზუსტად ვიცი -
მათ მაძლევს ღმერთი.
თარგმნა ზვიად რატიანმა