ჩარლზ ბერნსტაინმა იელის პრესტიჟული "ბოლინგენის ჯილდო" მიიღო

თბილისის მე-4 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მონაწილემ, პოეტმა, რედაქტორმა და კომპარატივისტმა ჩარლზ ბერნსტაინმა თავისი ბოლო პოეტური კრებულისთვის "Near/Miss" იელის პრესტიჟული "ბოლინგენის ჯილდო" მიიღო.

ჟიურის თქმით,  „ბერნსტაინის ტექსტები დაუღალავად, ერთი შეხედვით სიტყვა-სიტყვით არღვევს ენასა და მის გამომხატველ ბუნებას“

„ბოლინგენის ჯილდო“ 1949 წელს დააარსა პოლ მელონმა და მას ორ წელიწადში ერთხელ გასცემს იელის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა „ბეინეკის რარიტეტული წიგნებისა და მანუსკრიპტების ბიბლიოთეკის“ გავლით. პრიზი გადაეცემა ამერიკელ პოეტს, ორი წლის განმავლობაში პოეზიაში შეტანილი წვლილისთვის. პრიზიორს გადაეცემა ფულადი ჯილდო 165,000 ამერიკული დოლარის ოდენობით.

წყარო