პეტრ ჰრუშკა

პოეტი და პუბლიცისტი. დაიბადა ჩეხეთის ქ. ოსტრავაში 1964 წელს. არის 5 პოეტური კრებულის ავტორი, მიღებული აქვს ჯილდოები: Dresdner Lyrikpreis (1998), Jan Skácel Award (2009) და ეროვნული პრემია ლიტერატურაში (2013). 
სამთო ინჟინერიის დარგში ხარისხის მიღების შემდეგ სწავლა განაგრძო ხელოვნების ფაკულტეტზე (1990-1994), ჩეხური ლიტერატურისა და ლიტერატურის თეორიის მიმართულებით, რომელიც დაასრულა მაგისტრის ხარისხით (სამაგისტრო თემა: "თანამედროვე ჩეხური პოეზიისა და პროზის ანდერგარუნდი"). 2003 წელს მოიპოვა სადოქტორო ხარისხი ქ. ბრნოს მასარიკის უნივერსიტეტში თემაზე "ომისშემდგომი სიურრეალიზმი და რეაქცია წინააღმდეგობის მოძრაობაზე ოფიციალური პოეზიის ავანგარდულ ნაწილში." ამჟამად მუშაობს მე-20 საუკუნის ლიტერატურის მკვლევრის სტატუსით ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის ჩეხური ლიტერატურის ინსტიტუტში, სადაც მისი კვლევის ძირითადი სფეროა 1945 წლის შემდგომი ხანის ჩეხური პოეზია. კითხულობს ლექციებს ჩეხური ლიტერატურის შესახებ ბრნოსა და ოსტრავას უნივერსიტეტებში.

 

ღამისგასათევი ადგილი

 

უზარმაზარი სატვირთოები ღმუოდნენ როგორც

მხეცები  ღამით

შენ მომაძახე რამდენი ღირდა

ერთი ოთახი ორი კაცისთვის

დამრეც კიბეზე ზემოთ აგვიძღვა

ბენზინგასამართ სადგურის ბიჭი

უძილობისგან დარჩენილი ძვალი და ტყავი

გახუნდა თითქოს ყველაფერი რაც ადრე იყო

ბერლინი კრაკოვი და ტრიესტი

აქამდე არსად არ შემხვედრია

ასეთი ვიწრო თავშესაფარი

გვერდის აქცევა თუკი გვინდოდა

ერთმანეთს უნდა ჩავხუტებოდით.

 

            თარგმნა მანანა მათიაშვილმა