თოზან ალქანი / თურქეთი

თურქი პოეტი და მთარგმნელი თოზან ალქანი 1963 წელს დაიბადა. იგი 20 წელია სტამბულის უნივერსიტეტში ასწავლის. პოეტი თარგმნის ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურენოვან ლიტერატურას. თარგმნილი აქვს ისეთი ავტორების ლექსები, როგორიცაა: ანატოლ ფრანსი, შარლ ბოდლერი, ჯორჯ გორდონ ბაირონი, ვიქტორ ჰიუგო, ოსკარ უაილდი, უილიამ ბლეიკი, ემილი დიკინსონი, ტრისტან ტცარა, ფილიპ სუპო, დევიდ ჰერბერტ ლოურენსი, უილიამ ბატლერ იეიტსი, ანტონიო მაჩადო, ალფონსინა სტორნი და ფედერიკო გარსია ლორკა. პოეტის ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე. გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: „დრო და ნიღაბი“ (2003), „გულის ადრეული საღამოები“ (2005), და „ქარი“ (2007), „ სიკვდილი მიზანში მოარტყამს“ (რჩეული ლექსები ინგლისურად, 2009), „ღია კარი“ (2014). თოზან ალკანი თურქული ლიტერტურული ჟურნალი CN-ის მთვარი რედაქტორია. ავტორი არის თურქული პენცენტრის, თურქეთის მწერალთა სინდიკატის და თურქი მწერლების ასოციაციის წევრი.

 

ქალაქი

 

                 კავაფისს

 

შენ ქალაქი მოგივა შორეთიდან

შავგვრემან სიყვარულს მოიკიდებს და მოგივა

 

უპატრონო ხის ტოტებიდან თავის სიმწარეს

თუთასავით ჩამოყრის და მოგივა.

 

წლების შემდეგ ერთ ნისლიან დილაჟამს

დაჭრილი ბედაურივით კარზე მოგადგება, მოგივა.

 

კალმით და ფურცლით შექმნილთა სამსხვერპლო მაგიდაზე, მტვრიანზე

თეთრ სუდარას გამოხევს და მოგივა.

 

სიყვარულში წაგებულ მამულს მოიგებს

და წარსულის მივიწყებიდან მოგივა

 

ენის წიაღიდან, ასოთა სისწრაფიდან

სიტყვაზე გაბუტული ფრთიანი გამონათქვამებიდან მოგივა

 

შენ ქალაქი მოგივა შორეთიდან

ხალხს გამოივლის და მოგივა.

 

თურქულიდან თარგმნა ოქტაი ქაზუმოვმა