თბილისის მე-7 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის პროგრამა


9 სექტემბერი. პარასკევი

18:00 ფესტივალის ოფიციალური გახსნა

18:30 დისკუსია: ლიტერატურა მეხსიერების კვალდაკვალ - მხატვრული ლიტერატურა.

მონაწილეები: ნინო ხარატიშვილი, ბესო სოლომანაშვილი.

მოდერატორი: გიგა ზედანია.

ენა: ქართული

19:30 ანდრი ლიუბკას (უკრაინა) პოეზიის საღამო.

მოდერატორი და მთარგმნელი: შოთა იათაშვილი.

ენა: უკრაინული / ქართული

20:30 პოეტური ღამე „შინ“ ფესტივალის სტუმრების მონაწილეობით

 

10 სექტემბერი. შაბათი

17:00 დისკუსია: სახლის დარაჯები ლიტერატურაში.

მონაწილეები: ჯესიკა ტრეინორი (ირლანდია), ანდრი ლიუბკა (უკრაინა), ნილუფარ თალები (აშშ / ირანი).

მოდერატორი: ხათუნა ცხადაძე.

ენა: ინგლისური / ქართული

18:00 რობერტ დანქენის ცხოვრება და პოეზია.

ტარა მაკდაუელი (ავსტრალია) და ირაკლი ყოლბაია საუბრობენ მაკდაუელის ბიოგრაფიული წიგნის The Householders: Robert Duncan and Jess შესახებ.

რობერტ დანქენის ლექსების და თარგმანების კითხვა: ირაკლი ყოლბაია და დათო ბარბაქაძე.

ენა: ინგლისური / ქართული

19:00 დიალოგი მედეაზე.

დრამატურგი ანდრეას ფლურაკისი (საბერძნეთი). მოდერატორი: ირინე დარჩია.

ენა: ინგლისური / ქართული

20:00 პოეზიის საღამო: სერგეი ტიმოფეევი (ლატვია) და დმიტრი სტროცევი (ბელარუსი).

მთარგმნელები: ნენე გიორგაძე და შოთა იათაშვილი. მოდერატორი: შოთა იათაშვილი.

ენა: ინგლისური / ქართული

21:00 პოეზიის საღამო: ჯესიკა ტრეინორი და ჯონ ო’დონელი (ირლანდია).

ირლანდიური პოეზიის ანთოლოგიის პრეზენტაცია.

მთარგმნელები: მანანა მათიაშვილი და ზაზა კოშკაძე.

მოდერატორი: პაატა შამუგია.

ენა: ინგლისური / ქართული

 

11 სექტემბერი. კვირა

17:00 დისკუსია: აღმოსავლეთ ევროპა, როგორც ერთი ლიტერატურული სახლი.

მონაწილეები: ანდრი ლიუბკა (უკრაინა), იუსტინა ბარგელსკა (პოლონეთი), მარტინ სოლოტრუკი (სლოვაკეთი).

მოდერატორი: პაატა შამუგია.

ენა: ინგლისური / ქართული

18:00 პოეზიის საღამო: გრეტა ამბრაზაიტე და დომინიკას ნორკუნასი (ლიეტუვა).

მთარგმნელი: ნანა დევიძე.

ლიტვურ ენაზე გამოცემული ახალგაზრდული ქართული პოეზიის ანთოლოგიის „ექო“ წარდგენა.

მოდერატორი: სალომე ბენიძე.

ენა: ინგლისური / ქართული

19:00 ქშიშტოფ ჩიჟევსკის (პოლონეთი) წიგნის “სამყაროს პატარა ცენტრი“ წარდგენა და ავტორთან შეხვედრა.

მთარგმნელი: დავით კანდრევიჩი. მოდერატორი: ქეთი ქანთარია.

ენა: პოლონური / ინგლისური / ქართული

20:00 პოეზიის საღამო: მარტინ სოლოტრუკი (სლოვაკეთი) და იუსტინა ბარგელსკა (პოლონეთი).

მთარგმნელები: პაატა შამუგია, შოთა იათაშვილი და ქეთი ქანთარია.

ენა: ინგლისური / ქართული

21:00 პოეზიის საღამო: არიანე ფონ გრაფენრიდი (შვეიცარია). მთარგმნელები: დათო ბარბაქაძე, ბელა ჩეკურიშვილი და ანა კოპალიანი.

მოდერატორი: ნუკა ღამბაშიძე.

ენა: ინგლისური / ქართული

 

12 სექტემბერი. ორშაბათი

19:00 დისკუსია: ლიტერატურა მეხსიერების კვალდაკვალ - დოკუმენტური ლიტერატურა.

მონაწილეები: ნინო ლომაძე, დავით ჯიშკარიანი, ჯიმშერ რეხვიაშვილი.

მოდერატორი: გიორგი მაისურაძე.

ენა: ქართული

 

13 სექტემბერი. სამშაბათი

19:00 ისტორიაზე წერა: წარსულთან თანაცხოვრება.

შეხვედრა ბერნჰარდ შლინკთან (გერმანია). მოდერატორი: ნინო ლეჟავა.

ენა: გერმანული / ქართული

ბერნჰარდ შლინკის თბილისში ვიზიტის ორგანიზატორია გოეთეს ინსტიტუტი.

 

21:00 „ბუნკერი“ – 2022 წლის ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებული.

შეხვედრა ივა ფეზუაშვილთან.

მოდერატორი: პაატა შამუგია.

ენა: ქართული

 

14 სექტემბერი. ოთხშაბათი

19:00 რას უწოდებთ სამშობლოს? - ლიტერატურული საღამო მაქს ფრიშის “კითხვარის” შესახებ.

მაია ფანჯიკიძე (მთარგმნელი) და თომას შტრესლე (მაქს ფრიშის ფონდის პრეზიდენტი).

ენა: გერმანული / ქართული

21:00 ფესტივალის დახურვა. პოეტური მარათონი ქართველი პოეტების მონაწილეობით.