ორელია ლასაკი

ორელია ლასაკი 1983 წელს დაიბადა. იგი ორენოვანი პოეტია, წერს ფრანგულად და ოქსიტანურად, რომელიც შუა საუკუნეების ტრუბადურების ენაა და ამჟამად გაქრობის პირას არის. ორელია დაინტერესებულია ხელოვნების სხვადასხვა ფორმებს შორის კავშირით და ხშირად თანამშრომლობს ვიზუალურ არტისტებთან, ვიდეორეჟისორებთან, მოცეკვავეებთან და განსაკუთრებით, მუსიკოსებთან. მისი წიგნები 12-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. იგი პოეტურ პერფორმანსებს მუსიკის თანხლებით წარადგენს ევროპაში, ამერიკაში, აფრიკაში, ინდონეზიაში, ინდოეთში და ჩინეთში. როგორც ენობრივი მრავალფეროვნების დამცველი, ორელია ლასაკი კონსულტანტია საფრანგეთის, იტალიის და აფრიკის ფესტივალებზე. როგორც სცენარიტი, თანამშრომლობს რეჟისორ ჯუზეპე სკილაჩისთან. მათი ერთობლივი მოკლემეტრაჟიანი პოეტური ფილმი „ტრანსჰუმანსი“ 2019 წელს წარდგენილი იყო ვენეციის 76-ე კინოფესტივალზე.

 

ორფეოსის ოცნება

 

ქვესკნელში, სადაც ადამიანები

აჩრდილები არიან მხოლოდ,

მე შენს სხეულში მყოფ აჩრდილად გადავიქცევი.

 

ქვიშის ქალაქებს ავაშენებ, რომ სამუდამოდ

დაშრეს მდინარე, საიდანაც არ ბრუნდებიან.

 

ვიცეკვებთ ჩვენი თვალებისთვის უხილავ კოშკზე.

 

ვიქნები შენი მოჭრილი ენა, ტყუილის თქმა რომ არ შეუძლია.

 

და შევაჩვენებთ ამ სიყვარულს, ჩვენ რომ დაგვღუპა.

 

ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ