ლინდა მარია ბაროსი

წარმოშობით რუმინელი, ფრანგი პოეტი, მთარგმნელი და გამომცემელი. დაიბადა 1981 წელს ბუქარესტში. ამჟამად ცხოვრობს პარიზში. არის წიგნის La Maison en lames de rasoir („სამართებლების სახლი“), კიდევ ხუთი სხვა პოეტური კრებულის ავტორი და რამდენიმე ათეული წიგნის მთარგმნელი. მისი ლექსები თარგმნილი და გამოცემულია 38 ქვეყანაში.

ლინდა მარია ბაროსი "მალარმეს აკადემიის" წევრი და "აპოლინერის პრემიის" ლაურეატია, ასევე არის ფრანგული პენ-კლუბის ვიცე-პრეზიდენტი. თავად თარგმნილი აქვს 39 წიგნი. არის სორბონის უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის დოქტორი. ამჟამად რამდენიმე ლიტერატურულ ჟურნალსა და ფესტივალს უდგას სათავეში (Poésie Poetry Paris, French-English Poetry Festival, La Traductière) და სხვადასხვა ლიტერატურული ჟიურის წევრია.
 

 

..ს.

 

არის დღეები, როცა გინდა, მოკალათდე

         ფანჯრის რაფაზე, ზედ მალულად გაისეირნო,

         თვალდახუჭულმა, ისე, როგორც ჰიპნოზურ ხიდზე,

         როგორც კიდეზე ღრმა მდუმარების.

         (ქვევიდან მხოლოდ სიცარიელე ამოგხედავს შენ, მის სიმაღლეს.)

 

თითქოს სხვა ვინმედ გადაიქეცი,

         მუხლებამდე რომ ჩაფლულა

ღრმა სიჩუმეში

         და აქ მალულად რომ დასეირნობს.

 

ეს გაგრძელდება სულ ერთი წამი, რადგან ჰაერი,

         გისოსებიდან მობერილი, უკან გიბიძგებს,

         როგორც მაღალი უსაფრთხოების საპყრობილეში.

 

და თავის გარსში გშთანთქავს ოთახი.

 

                ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ