ფრანჩესკო იანონე

დაიბადა 1985 წელს სალერნოში. გამოცემული აქვს ორი პოეტური კრებული: „შიმშილისა და წყურვილის ლექსები“ (2011) და ვულკანის ქვა“ (2016). მისმა პირველმა კრებულმა დაიმსახურა ლიტერატურული პრემიები სოლსტიციოდა აკუილა”, ხოლო ფინალისტის ტიტული პრემიებისა პენედა ბეპე მანფრედი”. მეორე კრებულმა კი პრემია სუბიაკო წიგნის ქალაქი.” მისი ლექსები შეტანილია ანთოლოგიებში: “დამწყები თაობა. ოთხმოციან წლებში დაბადებული პოეტებიდა პოსტ 900”. ფრანჩესკო იანონეს ლექსები სისტემატურად იბეჭდება იტალიურ და უცხოურ ლიტერატურულ ჟურნალებში

 

***

 

გზისპირას და მარტოობაში გაიზარდა

ფერმკრთალი ია,

ამ სილამაზეს მარტოობაში

ამოხდება სული, როგორც

ჯვარს გაკრულ წმინდანს.

გეტყვის ია: დამაწყვიტე ფურცლები და 

გამხადე კაბა

სიყვარული ის ნამგალია 

მბრძანებელს რომ უპყრია ხელში.

სიყვარული გველთევზასავით

ამოხტება სათლიდან, რათა

საკუთარი უჟმურისგან დაიხსნას თავი.

   

 თარგმნა შოთა იათაშვილმა