სემიონ ხანინი

ნამდვილი სახელი და გვარიალექსანდრ ზაპოლიდაიბადა 1970 წელსრუსულენოვანი პოეტიგამოცემული აქვს წიგნები ახლახან“ (2003), “ცურვით“ (2013) და მაგრამ არა მათ“ (2017), თარგმნის ლატვიურ და ამერიკულ პოეზიას რუსულ ენაზეარის რუსი და ლატვიელი პოეტების არაერთი კრებულის რედაქტორიშედგენილი აქვს ლატვიურრუსული პოეზიის ანთოლოგია (2011). ხანინის წიგნები თარგმნილია ლატვიურჩეხურუკრაინულსერბიულ და იტალიურ ენებზეარის მულტიმედიური პოეზიის პროექტის, “ორბიტას“ ერთ-ერთი მთავარი წევრიპოეტებისა და მხატვრების ეს შემოქმედებითი ჯგუფი საკუთარი ნამუშევრებით ქმნის დიალოგს სხვადასხვა კულტურებსა და ჟანრებს შორის (ლიტერატურისმუსიკისვიდეოსა და ფოტოგრაფიის ჩათვლით). მისი ინგლისურენოვანი თარგმანები გამოქვეყნდა კრებულში: “Hit Parade: The Orbita Group” (Ugly Duckling Presse, 2015). 

 

***

მე მივქროდი ველოსიპედით, რომელიც მერე მომპარეს,

მეგობარ გოგონასთან ერთად, რომელსაც ერთ წელიწადში დავშორდი 

ქუჩაზე, რომელიც მთლიანად გადააკეთეს

კაფესაკენ - ის შემდეგ უბრალოდ დახურეს

ჩვენ ვლაქლაქებდით უდარდელად, ხან ენის, ხან კი ფეხების მეშვეობით

ამ კაფეს ადგილას ეხლა პიცერიაა გახსნილი

ხანდახან შევივლი ხოლმე

შევუკვეთავ პიცას ოთხნაირი ყველით

მოაქვთ და ნაჭრებად გაყოფილი პიცის ხაზები

მაგონებენ ველოსიპედის ბორბლის სპიცების სხივებს

აი, ასე, სპიცები - პიცები

მაგრამ ეხლა, როდესაც ველოსიპედით მივქრივარ

ჩემს საყვარელ მეგობარ გოგონასთან ერთად

ყველასთვის კარგად ნაცნობი ქუჩით

ჩვენი საყვარელი კაფესაკენ

რას ვიფიქრებდი, რომ პედლებზე ფეხის ყოველი დაწოლით

მეც ვუბიძგებდი ამ სამყაროს ენტროპიისა და ქაოსისაკენ

თუმცა პიცა თავისთავად არცთუ ურიგო აღმოჩნდა.

 

რუსულიდან თარგმნა დავით ჩიხლაძემ