ჰალინა კრუკი

პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა 1974 წელს ლვოვში. ავტორია პოეტური კრებულების: “მოგზაურობა სახლის ძიებაში” (1997), “ნაკვალევი ქვიშაზე” (1997), “სახე ფოტოსურათის მიღმა” (2005), “თანაარსებობა” (2013), “ზრდასრული ქალები“ (2017). წერს საბავშვო წიგნებს და აქვეყნებს ტექსტებს საბავშვო ჟურნალებსა და ანთოლოგიებში. 2003 წელს გაიმარჯვა საერთაშორისო საბავშვო წიგნების კონკურსში „Step by Step“. მისი წიგნები „მარკო მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო“ და „ყველაზე პატარა“ თარგმნილია 15 ენაზე. მისი ნაწარმოებები ნათარგმნია 20-ზე მეტ ენაზე. თარგმნის პოლონური, ლიტვური, რუსული და ბელარუსული ენებიდან. დაცული აქვს დისერტაცია XVII-XVIII საუკუნეების უკრაინული ბაროკოს ლიტერატურის თემაზე. არის უკრაინული პენ-ცენტრის ვიცე- პრეზიდენტი და ასწავლის უკრაინულ და უცხოურ ლიტერატურას ლვოვის ი. ფრანკოს სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში. არის მრავალი უკრაინული და საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის, ასევე პოეტური აუდიო-ვიზუალური პროექტების - „Sint- ezia“ (ლიტველებთან ერთად) და SWIЖЕ (შვედებთან ერთად) - მონაწილე.