ტომას ვენცლოვა თბილისის მე-3 საერთაშორისო ფესტივალის შესახებ



2018-05-01



"თბილისში ბევრჯერ ვყოფილვარ (სულ პირველად თითქმის სამოცი წლის წინ!). ამ ქალაქში ყოველი ვიზიტი დიდი ბედნიერებაა - საქართველოში სხვაგვარად შეუძლებელია. თუმცა ფესტივალი ალბათ ყველაზე გამორჩეული იყო ჩემი ვიზიტებიდან, რადგან არ მტოვებდა შეგრძნება ახალი, იმედისმომცემი ხანის დასაწყისისა ამ ქვეყნის ისტორიაში; რადგან მქონდა ბევრი სასიამოვნო შეხვედრა ქართველ და სხვა ეროვნების პოეტებთან და რა თქმა უნდა კახეთის შესანიშნავი ტურის წყალობით. მე და ჩემი მეუღლე TIFL-ის ყველა ორგანიზატორის და მონაწილის მადლიერები ვართ."