დიბისი პიერი თბილისის მე-2 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის შესახებ



2017-05-28



"როგორც კი ჩემმა თვითმფრინავმა გვიან ღამით მიწაზე დაშვება დაიწყო, კავკასიონზე გაელვება შევნიშნე, გაელვება, რომელიც ჯერ ჩქარი მდინარის მიერ არეკლილ ქუჩის განათებად იქცა, შემდეგ კი უძველესი ბაღების ლამპიონებში გაკრთა, ღვინის თანმხლები სანთლების ალად გარდაიქმნა. მე კი არ მასვენებდა ფიქრი და ცოდნა იმისა, რომ პირველად ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერი, რაც უწინ მხოლოდ ჩემს თავში შიშხინებდა და რასაც ვწერდი, ახლა რეალურ ცხოვრებაში ტრიალებდა ჩემს თვალწინ. სწორედ ასეთი მახსოვს თბილისი. თითქოს რაღაც წარმოსახულმა ხორცი შეისხა და ჩვენ ყველანი იქ ვიყავით, ერთად წარმოვიდგენდით ამ ყველაფერს. იმედი მრჩება, რომ ერთ დღეს კვლავ შევძლებ ამის გაკეთებას. იქამდე კი, შემიძლია მხოლოდ ვწერო."