ტომას ვენცლოვას ილიას სახელმწიოფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდებას მიანიჭებენ



2017-05-20



თბილისის მესამე სერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის სტუმარს, ლიტველ პოეტს ტომას ვენცლოვას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საპატიო დოქტორის წოდებას მიანიჭებს. 

ტომას ვენცლოვა დაიბადა კლაიპედაში, ლიტვაში, 1937 წელს. დღეს ის აშშ-ის მოქალაქეა. ვენცლოვა იელის უნივერსიტეტის სლავური ენებისა და ლიტერატურის ემერიტუს პროფესორია. არის მრავალი პუბლიკაციის: პოეტური კრებულების, ესეების, ლიტერატურული ბიოგრაფიების, ნარკვევების ავტორი. მისი ნაწერები ოცამდე ენაზეა თარგმნილი. ტომას ვენცლოვა მონაწილეობდა ლიტვის და საბჭოთა დისიდენტურ მოძრაობაში. იყო ლიტვის ჰელსინკის ჯგუფის დამაარსებელი (1976). 1977 წელს მან უარი თქვა საბჭოთა მოქალაქეობაზე და ამავე წელს გახდა საერთაშორისო პენკლუბის წევრი. ავტორს მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის: ვილენიკას საერთაშორისო ლიტერატურული პრემია (1990); ლიტვის ეროვნული ჯილდო (2000); ქინჰაის პოეზიის პრემია (ჩინეთი) (2011); პეტრარკას პოეზიის პრემია (გერმანია) (2014). ტომას ვენცლოვას ეკუთვნის პოეზიისა და ესეების არაერთი კრებული. მისი  60-მდე წიგნი 20-ზე მეტ ენაზეა გამოცემული, მათ შორის: ლიტვურად, ინგლისურად, გერმანულად, იტალიურად, შვედურად, პოლონურად, რუსულად, უკრაინულად, უნგრულად, სერბულად, ალბანურად და ჩინურად.