ვიწვევთ მოხალისეებს



2017-05-12



თბილისის მესამე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი მოხალისეებად იწვევს ინგლისური და რუსული ენების მცოდნე, ლიტერატურით დაინტერესებულ ახალგაზრდებს.

მოხალისეები ფესტივალის მოსამზადებელ პერიოდში, ისე როგორც ფესტივალის დღეებში საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად კოორდინირებას გაუწევენ ღონისძიებებს. მათ ასევე მოუწევთ ფესტივალის სტუმარი მწერლების მეგზურობა.

მსურველებმა მოგვწერეთ ფესტივალის ფეისბუკ-გვერდზე ან დაგვირეკეთ ტელეფონებზე: 2974101, 2974102.

მოხალისეებთან გასაუბრება გაიმართება მწერალთა სახლში (ივანე მაჩაბლის 13), 24 მაისს, 12:00 საათზე.

ფესტივალის კვირეული გაგრძელდება 28 მაისიდან 2 ივნისამდე.