დითი რონენი - "ახალი საუნჯის" ნომრის ავტორი



2017-04-24



2017 წელს თბილისის მესამე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე, ცნობილი ისრაელელი პოეტი დითი რონენი ჟურნალ "ახალი საუნჯის" მარტის თვის ნომრის ავტორია.

დითი რონენი ისრაელში, თელ-ავივში დაიბადა.

დოქტორი დითი რონენი  იურუსალიმის უნივერსიტეტში ხელოვნებასა და თეატრისა და კულტურის პოლიტიკას ასწავლის. წლების განმავლობაში  მუშაობდა ისრაელის კულტურის სამინისტროს კულტურის პოლიტიკის, თეატრისა და ლიტერატურის  დეპარტამენტის უფროსად. 

დითი რონენს გამოცემული აქვს ექვსი პოეტური კრებული, მისი ლექსები ითარგმნება სხვადასხვა ენებზე და შესულია სხვადასხვა პოეტურ ანთოლოგიებში.  დითი რონენი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალებში,  მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო პრიზი, პრემია, ჯილდო და სტიპენდია, მათ შორის Terra Poetica Award, Best Poetic Cycle Award,  ნაციონალური პრემიები და ა.შ.  2016 წელს გამოცემულმა ბოლო კრებულმა  Kugel Literary Award დაიმსახურა, ხოლო ამ წიგნის ფრანგული თარგმანი საფრანგეთში გამომცემლობა "Levant"-მა გამოსცა.

დითი რონენი საქართველოს  კულტურის სამინისტროს პროექტის, „ცოცხალი წიგნების“ ეგიდით  დაგეგმილი  პოეტური ვორქშოფის ფარგლებში ეწვევა, რომელიც  2017 წლის მაისის ბოლოს ქართველი და ებრაელი პოეტების მონაწილეობით ჩატარდება. 

პოეტის ლექსები ჟურნალისთვის და ფესტივალისთვის ქართულად დალილა გოგიამ თარგმნა.