მინდაუგას ვალიუკასი



2017-02-01


მინდაუგას ვალიუკასი

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, კომპოზიტორი,
პერფორმერი
2001 წელს დაამთავრა კლაიპედას უნივერსიტეტის
ლიტვური ფილოლოგიისა და სასცენო რეჟისურის
ფაკულტეტი.
არის რამდენიმე პოეტური კრებულისა და წიგნის ავტორი,
რომელთაგან ერთ-ერთი, „მთვარის კერამიკა“ 1998 წლის
საუკეთესო პოეტური კრებულის პრიზის მფლობელი გახდა.
მისი სხვა წიგნებია: „მოპარული ლურსმნები“ (პოეზია),
2003, „შემოქმედის სიკვდილი“ (პიესები), 2006,
„ებრაელის ქნარი“ (პოეზია), 2006.
მინდაუგას ვალიუკასის ლექსები ნათარგმნია
ინგლისურად, გერმანულად, პოლონურად, რუსულად,
ლატვიურად, უკრაინულად და ბელორუსულად.