ანტანას ა. იონინასი

ანტანას ა. იონინასი

პოეტი, მთარგმნელი.
ანტანას ა. იონინასის ლიტერატურული დებიუტი შედგა
პოეტური კრებულით „წელიწადი, როგორც გამონაყარი“,
1977 წელს. 1978 წელს წიგნმა მიიღო ზიგმას გელეს
პრემია წლის საუკეთესო დებიუტისათვის.
გამოქვეყნებული აქვს 11 პოეტური კრებული და პიესა
„ცირკი ცირკია“, რომელიც დაიდგა თეატრში „ლელე“
(ვილნიუსის მარიონეტების თეატრი). იონინასი არის
ლიტვის მწერალთა კავშირისა და ლიტვური პენ-კლუბის
წევრი. 2000 წლიდან რეგულარულად ხელმძღვანელობს
პოეტურ ღონისძიებებს დრუსკინინკაიში. კრებული
„მეხსიერების გემი“ (1980) დასახელდა ახალგაზრდა
ავტორის წლის საუკეთესო წიგნად. „ღამის მატარებელმა“
(1990) კი მოიპოვა მწერალთა კავშირის პრემია წლის
საუკეთესო წიგნისათვის. კიდევ ერთმა წიგნმა „ჩანჩქერი
ყინულქვეშ“ (1997) მიიღო იოტინგიანის პრემია (1997).
2002 წელს მას მიენიჭა პოეტური გაზაფხულის ლაურეატის
წოდება და 2003 წელს სახელმწიფო პრემია კულტურისა
და ხელოვნების დარგში. იონინასი თარგმნის პოეზიას
გერმანული, ლატვიური, რუსული, ბელორუსული და
უკრაინული ენებიდან. მისი პოეზია თარგმნილია სომხურ,
ბელორუსულ, ბულგარულ, ხორვატულ, ფრანგულ,
გერმანულ, უნგრულ, იტალიურ, ლატვიურ, ნორვეგიულ,
პოლონურ, რუსულ, სლოვენიურ, ესპანურ, შვედურ,
უკრაინულ და სხვა ენებზე. 2011 წლიდან არის ლიტვის
მწერალთა კავშირის თავმჯდომარე.