ვიოლეტა შობლინსკაიტე

ვიოლეტა შობლინსკაიტე

პოეტი, პროზაიკოსი.
დაამთავრა ვილნიუსის უნივერსიტეტის გერმანისტიკის
ფაკულტეტი, მუშაობდა ჟურნალისტიკაში.
1994 წლიდან ლიტვის მწერალთა კავშირის წევრია.
ავტორია რვა პოეტური, ორი ნოველების კრებულისა, ორი
რომანისა და ოთხი საბავშვო პიესისა. თარგმნის
გერმანული, პოლონური და რუსული ენებიდან.
ვიოლეტა შობლინსკაიტე არის შვიდი ლიტერატურული
პრემიის ლაურეატი და დაჯილდოებულია ლიტვის
სახელმწიფო ორდენით. მისი შემოქმედება თარგმნილია
რუსულ, გერმანულ, პოლონურ, უკრაინულ, ბელორუსულ,
ლატვიურ, ფრანგულ, ინგლისურ, ქართულ ენებზე. ამჟამად
მუშაობს ჭაბუა ამირეჯიბის რომან „დათა თუთაშხიას“
თარგმანზე.