ელი უილიამსი

ელი უილიამსი

უილიამსი არის ლიტერატურული ჟურნალის 3:AM magazine თანარედაქტორი და ასევე თანამშრომლობს დამოუკიდებელ გამომცემლობასთან Copy Press. მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია ისეთ ჟურნალებში, როგორიცაა Ambit, Night & Day, The Dial და Structo, ასევე შესულია სტივენ ფაულერის მიერ შედგენილ ანთოლოგიაში. 2005 წელს ელი უილიამსი დაჯილდოვდა კრისტოფერ თაუერის პრიზით პოეზიისთვის და მისი ტექსტები ორჯერ მოხვდა “უიაით რივიუს“ მოთხრობების პრიზის მოკლე ნუსხაში. იგი ასწავლის შემოქმედებით წერასა და საბავშვო ლიტერატურას როიალ ჰოლოუეიში, ლონდონის უნივერსიტეტში, სადაც ახლახან დოქტორის ხარისხი მოიპოვა. უილიამსი ასევე უძღვება თავისუფალ პლატფორმას პროზა-პოეზიისათვის ონლაინ ჟურნალში Jungftak და მალე გამომცემლობა „იფლუქს პრესში“ გამოსცემს მოთხრობების ახალ კრებულს.

 

ხელები საჭეზე
 
ჩვენ თან მივათრევთ კატების თვალებს, ვფიქრობთ შენზე.
ქვემოთ გზაზე გადაჭყლეტილი ხოხობია ცისარტყელასახით, და რადიო და მე
სპანიელი ტენორები ვართ, ისე ვღრიალებთ, საყვარელო:
გზაზე საცობში ვზივართ და ვზივართ.
გიმღერებთ თმის სარჭებს და ზებრებს და ბოთლის ტუჩებს.
აზვირთებულ ლამაზმანებზე, ძუძუებიან ცუნცულებზე: ჰო, მთელი დღე ასე ვიქნები სანამ შენ
ეგ ლამაზი ქარვისფერი თვალები არ გადმოგცვივდება.
ვფიქრობ: ყველა ფეხითმავალი დაშვებული სახეებია, მაგრამ არცერთი არ არის შენი!
ატომებად დაგშალე, ჩემო პინატა: სულ მოვაქროლებთ შენგან სიმღერებს,
მაგრამ ასევე, როგორღაც, მუდამ, შენკენ.
(მოკირწყლე აზრი.)
შემიძლია დავიფიცო, ხელებით საჭეზე, შენით კიდევ მრავალ მილს ვიფიქრებ.
ტვინს წყურია მოგზაურობა, მე და რადიო:
უბრალოდ ვუტრიალებთ იმ აზრს, რომ
ფიქრის მომსკდარი შლამი შენი მზერის გზის ასაქცევში
ჩვენი ხელები, ჩაფრენილი, ათი ორზე.
 
ინგლისურიდან თარგმნა დავით გაბუნიამ