ალექს გალპერი

ალექს გალპერი

რუსი ამერიკელი პოეტი და მსახიობი, დაიბადა კიევში (უკრაინა) 1971 წელს. 1990 წელს საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში. 1996 წელს მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი შემოქმედებით წერაში (ბრუკლინის კოლეჯი), მუშაობს სოციალურ მუშაკად ნიუ-იორკში. სამსახიობო ნამუშევრებიდან გამორჩეულია არხ ეიჩ-ბი-ოუს სერიალში „მაჩვენე გმირი“ შესრულებული როლი. ალექსი რუსულ ენაზე წერას განაგრძობს, მისი ლექსებისა და მოთხრობების თარგმანები დაბეჭდილია ოცზე მეტ ჟურნალში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მის შემოქმედებაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს რუსული გაერთიანება „ობერიუს“ პოეტებმა და ჩარლზ ბუკოვსკიმ.

 

პოეტი რომელიც კინაღამ ლომმა შეჭამა
 
პოეტების სხვადასხვაგვარად კვდებიან
ზოგი კვდება ოთხმოცდაათის თავის საწოლში
ზოგი თოკზე ეკიდება ან ტყვიას იხლის
ან სიმთვრალე მოუღებს ბოლოს
ზოგი გარბის და ომში იღუპება
რა პროგნოზირებადი და მოსაწყენია ასეთი სიკვდილი!
მე კი აგერ შუაგულ თბილისში
კინაღამ ლომს შემოვეჭამე
რა უცებ გავხდებოდი საქვეყნოდ ცნობილი!
ჩემს წიგნებს მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე გადათარგმნიდნენ
მაგრამ ისეთი არყის სუნი ამდიოდა,
რომ ლომმა თავი მედიდურად გააქნია და გამეცალა და მე ვიტირე,
რომ უსახელოდ უნდა მოვკვდე ლოთობის გამო.
 
რუსულიდან თარგმნა მარეხ ბეჟანიშვილმა