ლუდვიგ ლაჰერი

ლუდვიგ ლაჰერი

ავსტრიელი პოეტი, მწერალი, მთარგმნელი და ესეისტი. დაიბადა 1955 წელს ლინცში. სწავლობდა ზალცბურგის უნივერსიტეტში გერმანისტიკის, ანგლისტიკისა და კლასიკურიფილოლოგიის მიმართულებით. დისერტაციისათვის თემაზე - „გრენადისთანამედროველიტერატურა“ - მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. სხვადასხვ ადროს ასწავლიდა ზალცბურგის, კლაგენფურტის, ინსბრუკისა და ვენის უნივერსიტეტებში. არის მრავალი თარგმანისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მიღებული აქვს უამრავი ლიტერატურული ჯილდო და სტიპენდია. მისი ნაწარმოებები თარგმნილია სხვადასხვა ენებზე.

2005-2007 წლებში იყო ევროპის ხელოვანთა საბჭოს (ECA) პრეზიდენტი.
ამჟამად არის ავსტრიის იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის საბჭოს წევრი და ამავე კომისიის კულტურულ იმრავალფეროვნების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი; ასევე, გერმანული მართლწერის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფოთა შორისი კომისიის (RdR), გრაცის ავტორთაკრების (GAV), ავსტრიელ მწერალთა გაერთიანების (IGAA) წევრი.
 
 
*თავს იკატუნებს დალაქი
 
თავს იკატუნებს დალაქი მაინტერესებსო
ამბავი კლიენტისგან თქმული
ქალაქის ავტობუსებმა
თითქმის აინაზღაურეს
დრო დაგვიანების
ეს ჯერ არ იცის მამამ
ლოცულობს დედა კვლავაც
ოპერაციაზეა ექიმი
სახლის კედელზეა ატმასნილი
ველოსიპედი დაღუნული
 
გერმანულიდან თარგმნა ნატო თხილავამ