კიმბერლი ჯონსონის გამოხმაურება ლიტერატურულ ფესტივალთან დაკავშირებით



2016-11-01



“თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გამორჩეული მოვლენაა. იგი ქმნის მართლაც გლობალურ დიალოგს, თავს უყრის განსხვავებულ ხმებს და ლიტერატურათა შორის ურთიერთობების ხედვებს, ასევე ამ ენებზე მოლაპარაკე საზოგადოებას. საქართველოს მწერალთა სახლის მიერ ნასაზრდოები ეს დიალოგი არ არის ელიტარული, სპილოს ძვლის კოშკში გამოკეტილი აბსტრაქცია; იგი ლიტერატურას ამიწებს, ნამდვილი ადამიანების ნამდვილ ცხოვრებაში შემოჰყავს. ამგვარი ზეიმისთვის თბილისზე უკეთესი ადგილი ძნელად წარმომიდგენია - მას ხომ ასეთი მდიდარი ლიტერატურული ტრადიცია და ბრწყინვალე მშობლიური ენა აქვს. ლიტერატურული ფესტივალი თავის ყველა მონაწილეს - მწერლებს, მკითხველებს, მოქალაქეებს - ეხმარება იყვნენ თანაზიარნი, საზღვრებსა და ტომებს მიღმა მიაღწიონ ურთიერთგაგებას. უფრო ჰუმანური მიზანი ძნელად წარმომიდგენია. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ფესტივალში მონაწილეობა”.
კიმბერლი ჯონსონი, აშშ