კრისტიან კარლსონი

კრისტიან კარლსონი 1978 წელს დაიბადა და ცხოვრობს ოქსიეში. მისი სამწერლო დებიუდი 1996 წელს შედგა. მას შემდეგ ოცამდე საკუთარი ნამუშევარი და მრავალი თარგმანი აქვს გამოქვეყნებული, ასევე თანამშრომლობს სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალებთან. იგი არის რედაქტორი და თავისუფალი პროექტების ხელმძღვანელი კულტურის სფეროში. 2012 წლიდან ხელმძღვანელობს შვედეთის ბუშვიკის წიგნის კლუბს მუსიკოს თომას ტელერთან ერთად. მისი გამომცემლობა „სმოკადოლი“ შვედურ ენაზე პირველად გამოსცემს შვედეთისთვის მანამდე უცნობი უცხოელი მწერლების თარგმანებს.

 

* * *
განა რა ირხევა ისე, როგორც გენიტალია.
ზუსტად ერგება ტანსაცმელი ამ თოჯინა-აპლიკაციას.
ძალიან ჰგავს გაოგნებას, თუმცა მაინც აპათიაა.
გამოკვეთილი ხასიათი, უნაყოფობის დაბრალება წამოძახილად, წყენა.
წყენა, წყენა, წყენა. უისტორიობის სახე ანტიჰისტამინია.
შენსავით ვერავინ არხევს გენიტალიას. შენიღბული ყლე.
სათესლე მილებს ენაცვლება განაყოფიერების პირდაპირი არხები.
ოდნავი შეყოფა მხოლოდ. მსუბუქი მიწოლა. ცხოველებივით, ხანდახან.
კაცებივით, ხანდახან. ტყუილებივით, ხანდახან. იშვიათი პეპლის ნერვივით,
სინაფსში სიკვდილის წამის. სპაზმი, კრუნჩხვა, კონვულსია.
პორნო ჯაბნის მედიტაციას.
განა რა გარცხვენს ისე, როგორც გენიტალია. დაბნეული უცოდველობა.
სიკვდილი არის ისე მომთხოვნი. სიცოცხლე ისე პრობლემურია.
სიცოცხლის ხანგრძლივობა კი სასიკვდილო ცოდვის რომანტიკაა.
 
შვედურიდან თარგმნა დავით გაბუნიამ