ფესტივალი ციფრულად

მწერალთა სახლი 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს ციფრულ ფორმატში.

TIFL Digital - ფესტივალი ციფრულად გულისხმობს:

  • საფესტივალო ვიდეო არქივის შექმნა;
  • მე-6 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მონაწილე ავტორების წინასწარ წარდგენა;
  • 2018-2019 წლების ფესტივალების  რეტროსპექტივა.

საფესტივალო ღონისძიებები მოიცავს დისკუსიებს, შეხვედრებს ავტორთან, პოეზიის კითხვას. ყველა ვიდეო ჩაიწერება დისტანციურად, მთარგმნელების ან ლიტერატორების მოდერაციით.  ციფრული ფესტივალის ფარგლებში საზოგადოებას გავაცნობთ თბილისის მე-6 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის რამდენიმე მონაწილეს, მათ შორის: ჰაიკე ფიდლერი (შვეიცარია), არაიანა ჰარვიცი (არგენტინა), ბლეიკ კრაუჩი (აშშ) და სხვები.

ფესტივალის ათამდე ვიდეო ქართული სუბტიტრებით ყოველკვირეულად  გამოქვეყნდება ფესტივალისა და მწერალთა სახლის ონლაინ არხებზე: facebook, youtube.

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი მწერალთა სახლის ორგანიზებით 2015 წლიდან ყოველწლიურად იმართება. ფესტივალი ქვეყნის ლიტერატურული პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილი და ერთ-ერთი პოპულარული კულტურული ღონისძიებაა.

ციფრული ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.